L’Accent Français par excellence

26-07-2010, 14:38 | 20-ე ნომრიდან
 ორი­ო­დე თვის წინ აბა­ნოს ქუ­ჩა­ზე, სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­ის გვერ­დით მდე­ბა­რე შე­ნო­ბის კარ­ზე გაკ­რულ წარ­წე­რას მოვ­კა­რი თვა­ლი: „გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა დამ­ლა­გე­ბე­ლი, 25-40 წლამ­დე”. ცო­ტა არ იყოს, მე­უც­ნა­უ­რა. თბი­ლის­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აბა­ნო­თუ­ბან­ში, დამ­ლა­გე­ბელს ასე არ ეძე­ბენ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ. აქ რა­მე უც­ხო და ახა­ლი ხომ არ ცხვე­ბა-მეთ­ქი, ჩემ­თვის გა­ვი­ფიქ­რე. თურ­მე ნუ იტ­ყვი.
ჯერ სა­თა­უ­რი მომ­წონს. არა იმის გა­მო, რომ, ლაქ­სან ფრან­სე ან­ფრან­სე ფრან­გუ­ლად ლა­მა­ზად ჟღერს; უფ­რო იმი­ტომ, რომ ზუს­ტად შე­ე­სატ­ყვი­სე­ბა იმ ატ­მოს­ფე­როს, რაც ამ ღვი­ნის ბარ­შია, ფრან­გუ­ლი ღვი­ნი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­უ­კე­თე­სო გა­გე­ბით. თუმ­ცა, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს აქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან და არა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი. ამ უკა­ნას­კნელს რაც შე­ე­ხე­ბა, ბა­რემ აქ­ვე ვიტ­ყვი, რომ ერ­თა­დერ­თი, რაც აქ არ მომ­წონს, სტე­რი­ლუ­რი ევ­რო­რე­მონ­ტია, ღია ფე­რის კედ­ლე­ბით, მი­ნის კა­რა­დებ­ში გა­მო­კე­ტი­ლი ღვი­ნის ბოთ­ლე­ბი­თა და ატ­რი­ბუ­ტი­კით. პრი­ა­ლა ია­ტაკ­ზეც არ ვგიჟ­დე­ბი. სი­ტუ­ა­ცი­ას ვერც ია­სამ­ნის­ფე­რი ბრე­ბი და არც სპი­ლოს­ძვლის­ფე­რი ავე­ჯი ეხ­მა­რე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც. იმის თქმა კი არ მინ­და, კედ­ლებ­ზე რო­ბერტ დუ­ას­ნოს პა­რი­ზუ­ლი ფო­ტო­ეს­კი­ზე­ბი ან ასე გაც­ვე­თი­ლი ტუ­ლუზ ლოტ­რე­კის აფი­შე­ბი რომ ეკი­დოს, აქა­უ­რო­ბა უფ­რო ფრან­გუ­ლი იქ­ნე­ბო­და. არა. გა­რე­მო აშ­კა­რად ვერ ეხ­მი­ა­ნე­ბა იმ ღირ­სე­ბას, რაც აქ­სან­ფრან­სეს სო­მე­ლი­ემ - სტე­ფან პატ­რიმ და შეფ-მზა­რე­ულ­მა გი­ლი­ან ბერ­ნარ­მა აქა­უ­რო­ბას შეს­ძი­ნეს. მიხ­ვდე­ბო­დით, ორი­ვე ფრან­გია.
ლაქ­სან ფრან­სე­ში ღვი­ნის გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებთ, ოღონდ მხო­ლოდ ფრან­გუ­ლის და, ცხა­დია, სხვა­ნა­ი­რად. თა­მა­მად და პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას: ეს ბა­რი თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ენო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. სამ­ზა­რე­უ­ლო მხო­ლოდ ღვი­ნის ატ­რი­ბუ­ტი, აკომ­პა­ნე­მენ­ტია და მე­ნიუ ტა­პა­სის მცი­რე ულუ­ფე­ბით გა­ნი­საზ­ღვრე­ბა. პრო­ვი­ზია ყო­ველ­კვი­რე­უ­ლად მო­ე­დი­ნე­ბა საფ­რან­გე­თი­დან და ფურ­ცელ­ზე ამო­ბეჭ­დი­ლი მე­ნი­უც მუდ­მივ ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დის. ტა­პა­სი, თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით, ოთ­ხნაჭ­რი­ა­ნი ან ექ­ვსნაჭ­რი­ა­ნია, მზა­რე­უ­ლის არ­ჩე­ვა­ნი - მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი, ყო­ვე­ლი ნა­ჭე­რი რუ­დუ­ნე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი.
სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა: Foie Gras - ბა­ტის ღვიძ­ლის პაშ­ტე­ტი (16ლ, აქ და შემ­დგომ ოთ­ხი ნაჭ­რის ფა­სით) ლეღ­ვის პუ­რის ნა­ჭერ­ზე, ღვი­ნო­ში და­ვარ­გე­ბუ­ლი მა­რი­ლის წი­თე­ლი, მსხვი­ლი კრის­ტა­ლე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. თევ­ზე­უ­ლი­დან ზუთ­ხის კარ­პა­ჩო პეს­ტო­თი (12 ლ.) ან სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლი პას­ტი­სის (ანი­სუ­ლის მა­დი­საღ­მძვრე­ლი ნა­ყე­ნი) სო­უს­ში შემ­წვა­რი მსხვი­ლი კრე­ვე­ტე­ბი (13 ლ). თევ­ზე­ულს, ძეხ­ვე­ულ­სა და ყვე­ლე­ულს შო­რის ლო­კო­კი­ნას ერ­თი კერ­ძიც გახ­ლავთ გა­მო­რე­უ­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი შიგ­თავ­სით (12ლ). დე­სერ­ტი­დან Crème Brulée (12ლ.) - ზე­და­პირ­მომ­წვა­რი კრე­მი ჰარ­მო­ნი­უ­ლად იყო ორ­კეს­ტრი­რე­ბუ­ლი და თუ ჩემს კვალს და­ა­დე­ქით, აქეთ მოხ­ვდით და იგი­ვე მე­ნიუ დაგ­ხვდათ, იქ­ნებ ლი­მო­ნი­სა და პიტ­ნის ჩის­ქე­ი­ქიც (11ლ) და­ა­გე­მოვ­ნოთ, ერ­თი - ჩემს მა­გივ­რად.
ისეთ ნა­მუ­შე­ვარ­ზე, რო­გო­რიც ლაქ­სან ფრან­სეს ათ­გვერ­დი­ა­ნი ღვი­ნის ბა­რა­თია, ძნე­ლია, ორი სიტ­ყვით რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი თქვა, თუმ­ცა, რა გა­ეწ­ყო­ბა. სტე­ფან პატ­რის მი­ერ მოწ­ყო­ბილ ღვი­ნის სარ­დაფ­ში (ხრეშ­ნა­ყა­რი ია­ტა­კით) ნამ­დვი­ლი გან­ძი ვარ­გდე­ბა: აქ 200-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ფრან­გუ­ლი ღვი­ნო ინა­ხე­ბა; სარ­და­ფი ჯერ მხო­ლოდ ივ­სე­ბა.
ღვი­ნის ბა­რა­თი Devaux-ის შამ­პა­ნუ­რე­ბის მაგ­ნუ­მე­ბით (1.5-ლიტ­რი­ა­ნი ბოთ­ლი) იხ­სნე­ბა და უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის, premier cru-ს ღვი­ნო­ე­ბით გრძელ­დე­ბა (cru - საკ­ლა­სი­ფი­კა­ციო წარ­წე­რაა და მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის აპე­ლა­სი­ო­ნის ღვი­ნო­ებ­ზე გვხვდე­ბა). ასე, მა­გა­ლი­თად, ბორ­დო­უ­ლი წი­თე­ლი Château Cheval Blanc - 3,193 ლა­რად. ბა­რათს პო­პუ­ლა­რუ­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნო­ე­ბი (vins de pays) ას­რუ­ლებს. მა­გა­ლი­თად, Vin de Pays d’Oc (37 ლ). ამათ შო­რის საფ­რან­გე­თის მეღ­ვი­ნე­ო­ბის თით­ქმის აპე­ლა­სი­ო­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი: ბორ­დო თუ ბურ­გუნ­დია, რო­ნის ნა­პი­რე­ბი, ალ­ზა­სი. ჩვენ ლუ­ა­რას ხე­ო­ბის თეთ­რი სო­ვი­ნი­ო­ნის­გან და­წუ­რუ­ლი Pouilly Fumé, Pascal Jolivet 2006 - 89 ლ. და­ვა­ჭაშ­ნი­კეთ. მსუ­ბუ­ქად მი­ნე­რა­ლუ­რი ღვი­ნოა, სა­სი­ა­მოვ­ნოდ მსუს­ხა­ვი და­ჟან­გე­ბის ტო­ნე­ბით და სავ­სე, პო­ლი­ფო­ნი­უ­რი და­ბო­ლო­ე­ბით. რე­ზულ­ტა­ტი გემ­რი­ე­ლი და მა­ცოც­ხლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან მო­უხ­და კრე­ვე­ტებს. მო­უხ­დე­ბა ზუთ­ხის კარ­პა­ჩო­საც.
უდა­ვოა, ღვი­ნის ბა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა - ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი, ფი­ნა­ლი - ამა­მაღ­ლე­ბე­ლი. აქ მოხ­ვედ­რილ­მა ღვი­ნის მოყ­ვა­რულ­მა, შე­საძ­ლოა, ღვი­ნის გა­სინ­ჯვა ჭი­ქით იმი­ტო­მაც მო­ინ­დო­მოს, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტ ჭაშ­ნიკს გა­უ­გოს გე­მო. თუმ­ცა, არ გირ­ჩევთ: ერ­თი ჭი­ქის ფა­სი 20 ლა­რი­დან იწ­ყე­ბა და ორი ჭი­ქა უკ­ვე ხარ­ჯია. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, შე­და­რე­ბით და­ბალ­ფა­სი­ა­ნი* (ბუ­ნებ­რი­ვია, აქა­უ­რი სა­ზო­მით) ჩა­მოს­ხმა და­ა­ჭაშ­ნი­კოთ და აქ ყოფ­ნის სი­ა­მოვ­ნე­ბა ამ­გვა­რად გა­ი­ხან­გრძლი­ვოთ. სი­ა­მოვ­ნე­ბა კი უსას­რუ­ლოა, თქვენს ხარ­ჯსა და არ­ჩე­ვან­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

* შე­და­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჩა­მოს­ხმე­ბი­დან სტე­ფან პატ­რი რო­ნის ნა­პი­რე­ბის აპე­ლა­სი­ო­ნის - Muscadet, Domaine du Val Fleuri-ს ან ლუ­ა­რას ხე­ო­ბის აპე­ლა­სი­ო­ნის Cote du Rhône “les Abeilles”, Jean Luc Colombo-ს გირ­ჩევთ. თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვად და­ე­კით­ხოთ. ყვე­ლა­ფერ­ზე ეტ­ყო­ბა, რომ თა­ვის საქ­მეს დი­დი მო­წი­წე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ეკი­დე­ბა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ასე რომ, არ დაგ­ზარ­დე­ბათ.


ფრან­გუ­ლი აქ­ცენ­ტი - ღვი­ნის ბა­რი
აბა­ნოს 11, თბი­ლი­სი 0105
უბა­ნი: აბა­ნო­თუ­ბა­ნი
ტელ: 72 08 88, 72 08 89
სამ­ზა­რე­უ­ლო: ფრან­გუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი
სა­ა­თე­ბი: ყო­ველ­დღე, 12-24
ბა­რა­თე­ბი: მი­ი­ღე­ბა, ამე­რი­კან ექ­სპრე­სის გა­მოკ­ლე­ბით
ფა­სი: 140 ლ - 3200 ლ (სა­დი­ლი ორ კაც­ზე,
ღვი­ნით და სერ­ვი­სის ჩათ­ვლით)
პარ­კინ­გი: აბა­ნოს ქუ­ჩა­ზე, რეს­ტორ­ნის წინ
www.laccent-francais.fr



 

კომენტარები არ არის

დატოვეთ პირველი კომენტარი.

კომენტარის დასატოვებლად შედით სისტემაში